„არ წავა ჩვენი ხალხი რუსეთში“ – რუსეთი უკრაინელებს ჰუმანიტარულ დერეფანს რუსეთში სთავაზობს   

რუსეთის მხრიდან გამოცხადებულ ჰუმანიტარულ დერეფანს, რომელიც უკრაინიდან მოსახლეობას რუსეთში გადაყვანას გულისხმობს, უკრაინის ხელისუფლება ეხმიანება. როგორც  ვიცე-პრემიერი აცხადებს, ეს წინადადება აბსურდი და მიუღებელია.

„რუსები აცხადებენ, რომ მზად არიან ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ანუ მათ სურთ, რომ ჩვენი მოქალაქეები წავიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიისკენ. ეს აბსურდული, ცინიკური და მიუღებელია,“- აცხადებს ირინა ვერეშუკი.

მისივე შეფასებით, უკრაინის მოსახლეობა არ წავა რუსეთის მითითებულ ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით.

„ეს გზა მიუღებელია.  არ წავა ჩვენი ხალხი ივანკოვიდან, დიმერიდან, ვიშგოროდიდან, კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან ბელარუსში, იმისთვის რომ შემდეგ თვითმფრინავებით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდნენ. იმედი მაქვს, საფრანგეთის პრეზუდენტ ემანუელ მაკრონს ესმის, რომ მის სახელს და გულწრფელ სურვილს დაეხმაროს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და ასევე ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, სინამდვილეში მანიპულაციურად არის გამოყენებული რუსეთის ფედერაციის მიერ,“- განაცხადა ვერეშუკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინელებს ჰუმანიტარული დერეფანი რუსეთის მიმართულებით გაუხსნა.

რუსეთი უკრაინის 4 ქალაქში ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის

მსგავსი თემები