თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფანი სანდო არ არის და რუსები მაინც ისვრიან

უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, რომ ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნის დროსაც ფხიზლად იყვნენ და რუსეთის „სამშვიდობო პოლიტიკას“ ნუ ენდობიან, რადგანაც მათ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს.

როგორც თავდაცვის მინისტრი ალექსანდრე რეზნიკოვი აცხადებს, ახლოვდება დრო, როდესაც  რუსი წვევამდელები სარდაფებში დამალვას დაიწყებენ, რომ  ომში არ გაგზავნონ.

უკრაინა ოკუპანტების მხრიდან მორიგ აგრესიულ შეტევას კიევზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვსა და მიკოლაევზე ელოდება.

„რუსი ოკუპანტები თავისი ძალებისა და რესურსების კონცენტრირებას ძირითადად კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მიკოლაევის მიმართულებით ცდილობენ. ფხიზლად ვართ, რუსული ჯარები ყველა მიმართულებით მიიღებენ მკაცრ წინააღმდეგობას,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დერეფანს, მინისტრის განცხადებით, ესეც ერთგვარი სატყუარაა.

„რუსი ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ. ისინი არ იცოდებენ ბავშვებს, ქალებსა და დაჭრილებსაც კი. ბომბავენ საცხოვრებელ კვარტლებს. ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს. ტურებიც კი არ იქცევიან ასე,“ – აღნიშნა მინისტრმა რეზნიკოვმა.

 

მსგავსი თემები