„ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში რუსული სისასტიკის შესახებ მორიგ გზავნილს ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა.

„ოკუპანტები აანონსებენ სიმხეცეს, რადგან არ არის რეაქცია, არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ… ,ან ოფიციალურად დააანონსა ჩვენი ტერიტორიის დაბომბვა, ჩვენი თავდაცვის კომპლექსის საწარმოების დაბომბვა. უმეტესობა მათგანი აშენებულია ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს ქალაქებში.  იქ ათასობით ადამიანი მუშაობს, ასობით ათასი ცხოვრობს იქვე. ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა. მე არ მომისმენია ამ განცხადებაზე მსოფლიოს არც ერთი ლიდერის, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსის რეაქცია. იფიქრეთ ოკუპანტების დაუსჯელობის გრძნობაზე, ისინი გეგმავენ სისასტიკეს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები