„ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა უკრაინის თემით დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს ომი დროზე უნდა დასრულდეს.

„140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. ყველანი ვლოცულობთ, მალე დასრულდეს ომი უკრაინაში“ – განაცხადა პრემიერმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვაზე გადავიდა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი კი წამლების გაიაფება იყო.

„დაპირებისამებრ, ჩვენ დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. გავხსენით თურქეთის ბაზარი. საქართველოში წამლები უკვე შემოსულია და აფთიაქებში უკვე იყიდება. საუბრის ყველაზე მოთხოვნად წამლებზე“ – განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები