რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დღეს გაიმართება

ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკება ჰქვია პროცესს, რომელიც რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის დღეს, უკვე მესამედ გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ჯერზე მხარეებმა შეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რომელიც ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას და მშვიდობიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანას ნიშნავს, რუსულმა მხარემ შეთანხმების პირობები დაარღვია და ცეცხლი სწორედ ჰუმანიტარული დერეფნის ეპიცენტრში გახსნა.

უკრანული მხარე, ამჯერადაც ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას მოითხოვს, პუტინი კი აცხადებს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

 

 

მსგავსი თემები