ჰაკერებმა რუსულ არხებზე უკრაინის ომის კადრები გაუშვეს 

ჰაკერები პუტინის წინააღმდეგ ომს აგრძელებენ. ამჯერად, „ანონიმუსმა“ რუსეთის სახელმწიფო არხების სტრიმინგსერვერებში შეაღწიეს და ეთერში  უკრაინის ომის ამსახველი ვიდეომასალა გაუშვეს.

საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად, რომელიც ამ არხებზე უნდა გასულიყო, ჰაკერებმა ხარკოვის დაბომბვის კადრები გაავრცელეს. ასევე. გზავნილი, რომ ომი პუტინის რეჟიმმა დაიწყო.

მსგავსი თემები