ვლადიმერ პუტინი საკუთარ ჩინოვნიკებს დაერია და ქონებას ართმევს

ვლადიმერ პუტინს, ევროპისა და ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ ისე გაუჭირდა, საკუთარ ჩინოვნიკებს დაერია. რუსეთის პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირებისთვის კორუფციული სახსრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას.

კერძოდ, თუ რუსმა ჩინოვნიკმა ან მისი ოჯახის წევრმა მიიღო თანხა, რომელიც აღემატება მათ მთლიან შემოსავალს საანგარიშო პერიოდისა და წინა ორი წლის განმავლობაში, მას მოუწევს ამ შემოსავლის რეალობის დადასტურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.

ასევე, პროკურორებს დაევალათ, გადაამოწმონ თანამდებობის პირების მხრიდან ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით მიწოდებული ყველა ინფორმაციის სიზუსტე.

 

მსგავსი თემები