„არ ვაპატიებთ… იქნებ განკითხვის დღე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი 

შენდობის კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმრთვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ უკრაინელების სიცოცხლე არავის შერჩება.

პრეზიდენტის თქმით, შენდობის კვირას ადამიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ, თუმცა, ომის პირობებში ეს არავის გახსენებია.

„არ ვაპატიებთ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსებს, არ ვაპატიებთ რაკეტას, რომელიც დღეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „ოხმატდეტის“ თავზე და 500-ზე მეტ ასეთ რაკეტას, რომლებიც მოხვდა ჩვენს მიწაზე, უკრაინაში, ჩვენს ხალხს, ბავშვებს. არ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯას, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას. არ ვაპატიებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით და ათასობით ტანჯვას. და ღმერთი არ აპატიებს დღეს, ხვალ, არასდროს. პატიების ნაცვლად, იქნება განკითხვის დღე. დარწმუნებული ვარ ამაში“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქებს: ხარკოვს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, ჰოსტომელსა და ვოლნოვახას გმირი ქალაქის საპატიო წოდება მიანიჭა.

 

მსგავსი თემები