უკრაინაში ომის პერიოდში 38-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც უკრაინის ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს, ომის დაწყებიდან დღემდე 38 ბავშვი დაიღუპა და 71 დაშავდა. როგორც ლუდმილა დენისოვა განმარტავს. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან სხვადასხვა ოლქებში მსხვერპლი გაცილებით დიდია.

„ქალაქ ბუჩაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. კიევის ოლქის ქალაქ ირპინში რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას ცდილობდნენ. სულ მცირე, ორი ბავშვი დაიღუპა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

მსგავსი თემები