„რუსეთის სამხედრო ოპერაცია შეჩერდება, თუ უკრაინული ძალები შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს და დემილიტარიზაციას დასთანხმდებიან“ – პუტინი

რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ძალები შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს და დათანხმდებიან დემილიტარიზაციის შესახებ მოსკოვის მოთხოვნების შესრულებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პუტინმა ერდოღანს დაუდასტურა რუსეთის მზადყოფნა დიალოგისთვის, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან, ასევე უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

 

მსგავსი თემები