“ეს უკრაინელების ზურგში დანის ჩარტყმაა, მეც ქართველი ვარ და მრცხვენია” – დავით არახამია ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე

უკრაინის მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია რუსეთში რძის პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს უკრაინელი ხალხისთვის ზურგში დანის ჩარტყმა და სირცხვილია.

“მინდა მივმართო ქართველ ხალხს და უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მოხსნა ეკონომიკური ბარიერები და სანქციები ქართულ რძეზე, ღვინოზე და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ მოეპოვებინა ქართული მხრის ლოიალობა უკრაინის ომში.

მე მინდა ყველა ქართველს მივმართო – მეც ქართველი ვარ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, უკრაინა იმ წამსვე ეკონომიკური დანაკარგის გაუთვალისწინებლად, ყველანაირად დაეხმარა საქართველოს, გამოგზავნა სამხედროები, ინსტრუქტორები იმისთვის, რომ დახმარებოდა მოძმე ქვეყანას და ახლა? თქვენ თვლით, რომ რასაც საქართველო აკეთებს, ეს ნორმალურია? მაშინ როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. გთხოვთ, ქართველო ხალხო, თქვენი მწამს, გაეცით პასუხი თქვენს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ასეთი დანის ჩარტყმა უკრაინელების ზურგში არის სირცხვილი. ახლა მე უკრაინის ხელისუფლებაში ვარ. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ ქართველი ვიყავი, ახლა კი ძალიან მრცხვენია!”, – ამბობს ვიდეო მიმართვაში დავით არახამია.

მსგავსი თემები