რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ინსტიტუტზე, სადაც განთავსებულია ბირთვული დანადგარი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა “გრადის” სისტემით ხარკოვის ინსტიტუტზე მიიტანეს იერიში, სადაც განთავსებულია ბურთვული დანადგარი – “ნეიტრონების წყარო”, რომლის აქტიურ ზონაში ჩატვირთულია 37 ბირთვული საწვავის ელემენტი.

უწყების ცნობით, ბირთვული დანადგარისა და ბირთვული მასალების შესანახი ობიექტების განადგურება მასშტაბურ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა.

მსგავსი თემები