“ოკუპანტები არ ჩერდებიან, ბომბავენ აეროპორტებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს” – ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ​ვინიცას დასახლებაზე 8 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. განადგურებულია აეროპორტი.

ზელენსკი პარტნიორების მხრიდან საჰაერო სივრცის დაკეტვას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

“სარაკეტო თავდასხმა მოხდა ვინიცაზე. აეროპორტი დაბომბეს ოკუპანტმა აგრესორმა რუსებმა. ოკუპანტები არ ჩერდებიან. ბომბავენ აეროპორტებს, მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. შემოჭრილი არიან უკრაინის ტერიტორიაზე. აი, რატომ უნდა დაიკეტოს უკრაინის ცა, რომ რუსეთის რაკეტები აღარ შემოვიდნენ ჩვენს საჰაერო სივრცეში. ტერორისტები ჰუმანიტარულ დერეფნებსაც კი უხსნიან ცეცხლს. ყოველ წუთს არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს სპეციალური გეგმით, რომ დახოცონ უკრაინელები. ამას ადასტურებენ ჩვენი დამცველების მიერ დაკავებული რუსი მფრინავებიც. მოგიწოდებთ მსოფლიო ლიდერებს, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები