“რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს მონობასა და თავისუფლებას შორის” – ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ წუთებში ისინი მონობასა და თავისუფლებას შორის არჩევანის წინაშე არიან.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მათ არ უნდა გაუშვან აღნიშნული შანსი ხელიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სიღარიბე და რეპრესიები ჩამოყალიბდება.

“ამ დღეებსა და საათებში რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს მონობასა და თავისუფლებას შორის. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. თქვენთვის ეს თქვენი ქვეყნისთვის ბრძოლაა, თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გექნებათ სიღარიბე და რეპრესიები,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები