„1993 წლიდან ტკივილს ვატარებ“ – დემნა გვასალია უკრაინასა და საქართველოზე

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, დემნა პარალელებს ავლებს ორ ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიაზე:

 

“უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამ არის რაც ყოველთვის შენში რჩება.

ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში.

შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობის და სიყვარულის გამარჯვებას!”

დემნა ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუს დღეს გამართავს. დემნა შოუზე ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, სადაც ინვენტარი უკრაინის დროშებითაა აღჭურვილი.

მსგავსი თემები