რუსეთმა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების განადგურების ბრძანება გასცა

რუსეთმა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების განადგურების ბრძანება გასცა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, 1 მარტიდან უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს პირადობის დამადასტურებელ საბუთებს ჩამოართმევენ. ასევე უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს რუსი სამხედროების ცხედრების გატანა, რაც ღამის საათებში, “მუდმივი დისლოკაციის პუნქტში” მალულად უნდა განხორციელდეს და საძმო სასაფლაოზე ნომრის მინიჭებით დაკრძალონ, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ცხედრების გატანა ვერ ხერხდება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, ნებადართულია მათი ადგილზევე განადგურება.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მსგავსი თემები