русский корабль иди НА Х*Й – ვინ არიან ქართველი მეზღვაურები?!

русский корабль иди НА Х*Й – ვინ არიან ქართველი ბიჭები რომელთა ნათქვამმა სიტყვებმა მთელი მსოფლიო მოიარა.

მექანიკოსი იაშა ვარშანიძე, რომელიც არაბეთის ზღვაში მცურავი გემის ქართულ ეკიპაჟს კარგად იცნობს, “შაბათის ეთერის” კამერასთან ხმამაღლა ამბობს, რომ ქართველმა მეზღვაურებმა ბევრის სათქმელი თქვეს.

იაშა, რომელიც 40 წელია ზღვაშია და მის თვალწინ მეზღვაურების რამდენიმე თაობა გაიზარდა,  საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების  სოლიდარობას უცხადებს.  იცის რომ ხვალ შეიძლება ამის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლონ, მაგრამ, სათქმელს მაინც ხმამაღლა ამბობს!

“შეიძლება, გამაგდონ მაგრამ ფეხებზე მკიდია სხვაგან ვიმუშავებ. პუტინი თეს..ა და ვენაცვალე მაგ ბიჭებს. ახალგაზრდებსაც მაგას ვასწავლი”- აცხადებს იაშა ვარშანიძე.

ბიჭი, რომელიც რუს მეზღვაურებს სამ ასოზე უშვებს, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის თანაშემწე ლაშა კეშელავაა, ის პანამის დროშის ქვეშ მცურავ ევროპულ გემზე სულ ხუთ ქართველთან  ერთად იმყოფება. კაპიტანი დავით მელიქიშვილი, მეორე თანაშემწე დავით ესანჯია, კაპიტნის მესამე თანაშემწე რუსლან მალნიკი და მეზღვაური გიორგი კაციტაძე.

წყარო (ტვ.პირველი)

მსგავსი თემები