ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი „ტვიტერის” მიკრობლოგზე წერს.

„მიმდინარე დიალოგის ფარგლებში მორიგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. განვიხილეთ უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხები”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები