დუმის დეპუტატი აცხადებს, რომ წვევამდელები მოტყუებით წაიყვანეს ომში და ხოცავენ

დუმის ერთადერთი წევრი, რომელიც ხმამაღლა საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომში წვევამდელების მოტყუებით წაყვანაზე, დეპუტატი ნარუსოვაა. ის, დუმაში საჯაროდ გამოვიდა და მოითხოვა ინფორმაცია, რატომ ხოცავენ და წვევამდელი  ადამიანი დახოცეს უკრაინაში.

„საომარი მოქმედებების ზონიდან გაიყვანეს წვევამდელები, რომლებსაც ან აიძულეს მათი ნების საწინააღმდეგოდ კონტრაქტზე ხელი მოეწერათ ან მათ მაგივრად სხვამ, ხელმძღვანელობამ მოაწერა ხელი. ერთი ბატალიონიდან, რომელშიც 100 წვევამდელი ირიცხებოდა, საომარი მოქმედებების ზონიდან მხოლოდ ოთხი გადარჩა  ცოცხალი. გამოვითხოვე ეს ინფორმაცია, ან დამიდასტურეთ ან უარყავით-მეთქი, თუმცა სამხედრო დეპარტამენტი ამ დრომდე უარს აცხადებს ინფორმაციის გავრცელებაზე“ – ეს განცხადება დუმის წევრმა საჯარო სხდომაზე გააკეთა.

თავად ასობით წვევამდელიც, რომელიც უკრაინაში ტყვედ იმყოფება, ყვება, რომ მათ არაფერი იცოდნენ სად მიდიოდნენ და არანაირ ომში წასვლაზე ხელი არ მოუწერიათ.

 

მსგავსი თემები