„მიზანს მივაღწიეთ, ყველაფერი გავანადგურეთ“ – პუტინი ტრაბახობს

რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე საათის განმავლობაში „აეროფლოტის“ თანამშრომლებს შეხვდა. მან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და „ბორტგამცილებლები“ დაამშვიდა, რო ყველაფერი კარგადაა და რუსეთი ამ ომში წარმატებულია.

„მიზანს  მივაღწიეთ, გავანადგურეთ მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურაა, მთელი არა, მაგრამ ძირითადი – საწყობები, შეიარაღება, საბრძოლო მასალები, ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საბოლოო განადგურებას სჭირდება გარკვეული დრო, ის ჯერ უნდა გამოვავლინოთ და შემდეგ გავანადგურეთ. პრაქტიკულად, ეს სამუშაო დასრულებულია და განადგურება ახლოსაა“ – ასე იწონებდა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი თავს „ბორტგამცილებლებთან,“ რომლებიც სანქციების გამო უკვე ვერ დაფრინავენ.

მას არც ერთი სიტყვა დასცდენია 10 000-ზე მეტ რუს წვევამდელზე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. არც არაფერი უთქვამს იმ ტყვეებზე რომლებიც უკრაინელებს ჩაბარდნენ.

ვლადიმერ პუტინი „ბორტგამცილებლებს“ ხვდება

მსგავსი თემები