ზელენსკი NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლავროვის აზრით, თუკი ზელენსკი ამდენად იმედგაცრუებულია, რომ მას ნატო გვერდით არ დაუდგა ისე როგორც იმედოვნებდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ზეა დამოკიდებული – მოაგვაროს სიტუაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესაძლო ახალ რაუნდზე საუბრისას განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის “მილიტარისტული სიგიჟე” აჩვენებს, რომ მას მოლაპარაკებები არ სჭირდება, რაზეც ლავროვი იმედოვნებს, რომ – ეს შეიცვლება.

“მისი ასეთი მილიტარისტული სიგიჟე, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, რომ მას მოლაპარაკება არ სჭირდება. კარგი, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს განწყობა შეიძლება შეიცვალოს,” – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები