პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მიიღებს

  •  

გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, დღეიდან, 8 იანვრიდან, ყველა პაციენტს, დღე-ღამის განმავლობაში შეეძლება პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებას მიმართოს და კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს.

ეს სამედიცინო დაწესებულებები თბილისის ხუთ რაიონში შეირჩა:

• შპს “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N 18.

• შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19.

• შპს “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

• შპს “მედსი: (“ვერე-21”) მის: ქიაჩელის ქ. N 18.

• შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია და პიკური მდგომარეობისგან შორს არის. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება, როდესაც აუცილებელია პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და ინტენსიური ანტივირუსული მკურნალობა.

მათივე ინფორმაციით, 95% შემთხვევებში H1N1 ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად  დადასტურებულია, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა.

გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

მსგავსი თემები