“არ მგონია, იყოს უსაფრთხოების გამოწვევები, არ ვეთანხმები ამ ხედვას“ – სალომე ზურაბიშვილი რუს დევნილებზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ახლა რუსეთს ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან, უსაფრთხოების თვალსაზრისით არაიმე გამოწვევას წარმოადგენენ.

ტელეკომპანია Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვას, წარმოადგენს თუ არა საქართველოსთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უსაფრთხოების გამოწვევას, პრეზიდენტი პასუხობს, რომ თუ რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანი განზრახვით მოდიან, მათ აქ მიესალმებიან.

“არ მგონია, იყოს უსაფრთხოების გამოწვევები, არ ვეთანხმები ამ ხედვას. მგონია, რომ რუსები, რომლებიც საზღვარს კვეთენ საქართველოში ჩამოსასვლელად, არიან ისინი, ვინც სავარაუდოდ არ არიან კმაყოფილი იმ სურათით, რასაც დღეს საკუთარი მთავრობისგან იღებენ. ისინი სავარაუდოდ, მოხიბლული არიან მეზობელი ქვეყნით, რომელიც ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო. თუ ისინი მოვლენ მშვიდობიანად და არა რაიმე დამახინჯებული ზრახვებით, მისასალმებელი იქნება, რადგან ვფიქრობ, დღეს მე რომ ვიყო რუსი, არ ვიქნებოდი დიდად ამაყი და არ მენდომებოდა რუსეთში ცხოვრების გაგრძელება,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

 

 

მსგავსი თემები