მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ქალაქ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს ჰუმანიტარული მწვანე დერეფნის გახსნის პროცესი და მარიუპოლისთვის ე.წ. დუმილის რეჟიმი ამოქმედდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს ქალაქს საშუალებას მისცემს, აღადგინოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა – ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ასევე აამუშაოს მობილური კომუნიკაციები. ასევე, შესაძლებელი იქნება მარიუპოლისთვის აუცილებელი საკვების და მედიკამენტების მიწოდება.

უკრაინული მედია წერს, რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 11:00 საათიდან დაიწყება. ჰუმანიტარული მწვანე დერეფანი მარიუპოლი – ნიკოლსკოე – როზოვკა – პოლოგი – ორეხოვი – ზაპოროჟიე მარშრუტზე გაიხსნა.

ე.წ. დუმილის რეჟიმი ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე იმოქმედებს. ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტიდან გადახვევა კატეგორიულად აკრძალულია.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დილიდან ე.წ. დუმილის რეჟიმი გამოაცხადა.

მსგავსი თემები