„ომი ვლადიმერ პუტინის გეგმით არ მიდის და უკრაინას შეუძლია მოგება“ – ენტონი ბლინკენი

უკრაინას დროთა განმავლობაში ნამდვილად შეუძლია ომის მოგება რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენის თქმით, უკრაინაში ომი უკვე იმგვარად არ მიდის, როგორც ეს შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაგეგმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა, რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად და ასევე, განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო.

„ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება. მაგრამ იდეა, რომ რუსეთს შეუძლია დაუმორჩილოს თავის ნებას 45 მილიონი ადამიანი, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი მომავლისა და თავისუფლებისთვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს უკრაინის პულსზე აქვს თითი, ეს ბევრს ამბობს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

შკითხვაზე, შეეცდება თუ არა აშშ-ი რუსეთის ხელმძღვანელობის შეცვლას, რათა ბოლო მოეღოს შეჭრას, ბლინკენმა უპასუხა: „ჩვენ ამას არ ვცდილობთ და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ხელმძღვანელობის საკითხი“.

მსგავსი თემები