„ახალი შეტევები და მსხვერპლი გარდაუვალია“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის ცის ჩაკეტვასა და უკრაინის საჰაერო სივრცეში არასაფრენი ზონის შემოღებაზე უარის გამო ნატო-ს წევრ ქვეყნებს აკრიტიკებს. როგორც ზელენსკი აცხადებს, ეს იმ ფონზე ხდება, როცა ახალი შეტევა და მსხვერპლი გარდაუვალია.

„ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო უწყებამ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ აგრეთვე დაადასტურეს, რომ რუსეთს შეტევის გაგრძელება სურს. როგორ შეიძლება? იმის გაგებით, რომ ახალი შეტევები და მსხვერპლი გარდაუვალია,  ნატო-მ შეგნებულად გადაწყვიტა არ დაეხურა საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოსდა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ. ეს არის თვითჰიპნოზი მათთვის, ვინც სუსტი, დაუცველი არის შინაგანად, მაგრამ ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობს. თქვენ ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. იმ შეხვედრაზე რაზე ფიქრობდით? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება – თქვენ გამო დაიღუპება“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები