რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ფეისბუქი დაბლოკა

რუსეთის კომინიკაციების სააგენტო „როსკომანდზორმა“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ფეისბუქ“ და მისი მფლობელი კომპანია „მეტას“ ყველა პლატფორმა (ინსტაგრამი, ვოტსაპი) დაბლოკა. როსკომანდზორი ციტირებს „ფეისბუქის მიერ რუსული მედიისა და საინფორმაციო წყაროების დისკრიმინაციის“ 26 შემთხვევას 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. იქვე ახსენებს ცოტა ხნის წინ ფეისბუქის მიერ რუსეთის სახელმწიფო მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.

ფეისბუქის დაბლოკვას წინ უძღოდა მზარდი პროტესტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე. თუმცა, ქუჩაში გამოსულ რუსებს პოლიცია დაუყოვნებლივ აპატიმრებს. პუტინის რეჟიმი უარყოფს რაიმე გეგმებს საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ, მაგრამ განუწყვეტლივ ემუქრება მედიასაშუალებებს, რომლებიც ომის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ. დაგეგმილია ვიკიპედიის დაბლოკვაც.

დღესვე, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ გამოსცა ახალი კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკ ნიუსების“ გავრცელების წინააღმდეგ; კანონი 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. კანონპრექტის დაანონსებისთანავე, BBC-მ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჟურნალისტურ საქმიანობას აჩერებს.

რუსეთში საკუთარი სერვისების შეზღუდვა უკვე მრავალმა ტექნოლოგიურმა პლატფორმამ დაიწყო. გუგლმა საკუთარ პლატფორმა იუთუბზე ევროპაში დაბლოკა რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხების, რაშა თუდეისა და სპუტნიკის არხები. ამავე არხების გვერდები ევროპაში დაბლოკა ფეისბუქმაც, გლობალურად კი მომხმარებლებისთვის რუსეთის სახელმწიფო მედიის რეკომენდება შეწყვიტა. რუსეთში პროდუქტების გაყიდვა შეწყვიტა ეფლმაც.

მსგავსი თემები