„ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში“ – სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის დგას და იდგება იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს.

„მე დღეს ვდგავარ, იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მოსახლეობა ტაშით შეხვდა.

მსგავსი თემები