უკრაინაში ოფიცერი და დეპუტატი დააკავეს, რომლებიც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ

სამშობლოს ღალატის ბრალდებით უკრაინაში რადას დეპუტატი და ოფიცერი დააკავეს. ისინი აღიარებენ, რომ რუსეთის აგენტები იყვნენ და საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.

დეპუტატი ნესტორ შუპლინი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რუსულ უშიშროებასთან. აწვდიდა ინფორმაციას ჯარის განლაგებისა და შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ. მეორე დაკავებული კი ოფიცერია. ის ამბობს, რომ 2017 წლიდან თანამშრომლობს რუსეთთან.

„რუსეთის უშიშროებას ვიდეომასალას ვაწვდიდი. 23 თებერვალს ვიცოდი, რომ რუსის ჯარი შემოდიოდა უკრაინაში. მე გავიცანი რუსეთის ფედერაციის ოფიცერი,  დავმეგობრდი, ის ცდილობდა, ჩემგან მიეღო ინფორომაცია ჯარის და ავიაციის შესახებ. 2017 წელს მას პირადად შეხვდი და მისთვის ვაწვდიდი ინფორმაციას. თავს დამნაშავედ ვგრძნობ“ – აცხადებს დაკავებული ოფიცერი.

 

მსგავსი თემები