„საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა უმძიმეს შედეგებს მოგვიტანს“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოდან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.

„უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს“ – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები