თბილისში ავარიული შენობა ჩამოინგრა, პასუხისმგებელი არავინაა

ეს თბილისია, სანზონა, ერწოს ქუჩა. ქარიშხლის შედეგად ავარიული შენობა ჩამოინგრა და დააზიანა მანქანა. ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომ ეს შენობა საშიში იყო და დახმარება ითხოვა, თუმცა, არც არაფერი.

ავარიულ შენობას, რომლის გვერდით საცხოვრებელი კორპუსებია და მოსახლეობა, ბავშვები თავისუფლად მოძრაობენ, არანაირი ამკრძალავი თუ გამაფრთხილებელი ნიშანი ჰქონია, რომ შენობასთან გავლა საშიშია. მართალია, მსხვერლპი არ არის, თუმცა, არავინ იცის ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი.

გამგეობაში გვითხრეს, რომ არაფერ შუაში არიან, რადგან შენობა კერძო საკუთრებაა და პასუხისმგებლობა კერძო მფლობელზეა. თუმცა, კითხვაზე: გასაგებია რომ კერძო საკუთრებაა, თუმცა, როცა საფთხე არსებობს მისი ჩამონგრევის, მინიციპალიტეტს პასუხისმგებლობა არ ეკისრება? რატომ არ იყო შენობა შემოღობილი და რატომ არ იყო ამკრძალავი ნიშანი რომ გავლა საშიშია, მუნიციპალური ინსპექციისკენ მიგვითითეს, რომ მათ უნდა აეძულებინათ მეპატრონე და დაეწყოთ საქმის წარმოება.

ამჯერად მუნიციპალურ ინსპექციას მივადექით, იქ კი გვითხრეს, რომ ინსპექცია არაფერ შუაშია. როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, შენობა „საქტელეფონმშენს“  ეკუთვნის და ინფორმაციას გაგვირკვევენ და მოგვაწვდიან.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, ნანგრევები ისევ ქუჩაში ყრია.  მეპატრონე ბიძინა ხარაიშვილი კი პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.

 

მსგავსი თემები