როგორ შევიძინოთ ყველი დღეს, რომელიც “ხვალ” დამზადდება – ფოტო სოციალური ქსელიდან  

  •  

​ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ყველის ფოტოს, რომელზეც პროდუქტის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა არასწორად არის მითითებული. მნიშვნელოვანია, ის, რომ პროდუქტი 6 იანვარს არის შეძენილი, პროდუქტზე კი მითითებულია, რომ ყველი 7 იანვარს არის დამზადებული, ხოლო, თუ როდემდეა ვარგისი, ამის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე არ არის.

“კი ბატონო, გვირჩევენ, რომ საკვები პროდუქტის შეძენისას აუცილებლად ვნახოთ მისი დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა… ეს რჩევა სწორი რჩევაა და მეც ვეთანხმები… მაგრამ რად გინდა? ვერ მიაწერენ იმას, რაც უნდათ და აწყობთ თუ რა? აგერ, ბიძიკო, ყველი, რომელიც დამზადებულია ხვალ! და შეფუთულია ხვალ საღამოს! თან ზუსტად 19 საათზე 14 წუთსა და 04 წამზე! ამაზე “სვეჟი” პროდუქტი წარმოუდგენელია!”, – წერს ბაკურ სვანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები