გვამებით მოფენილი ქუჩები და ასობით რუსი ტყვე უკრაინაში

რუსეთს უკრაინაში დახოცილი ჯარისკაცების ცხედრების ქვეყნიდან გატანა არც დაუწყია. არც ტყვეების გადაცემის პროცესი დაწყებულა, რომელსაც უკრაინა ითხოვს. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა ტყვეებს არ ერჩის და მან ყოველგვარი პირობების გარეშე საკუთრ დედებს გადასცემენ.

დაჭრილ ტყვეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ასევე, უკრაინელების მხრიდან უსაფრთხოდ არიან ის ტყვეები, რომლებმაც იარაღი დაყარეს და თავად ჩაბარდნენ.

რაც შეეხება გვამებს, მოფენილია როგორც უკრაინის ქუჩები, ისე ტყეები და ის ადგილები, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტყვეების დიდი ნაწილი ახალგაზრდა, გამოუცდელი წვევამდელები არიან, რომელთაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ და ამას თავად ყვებიან დაკითხვისას.

მსგავსი თემები