ლუკაშენკო უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის

ბელორუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ჯარი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ არ იომებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ლუკაშენკომ ევროპისა და ამერიკის სანქციების გამო მიიღო, სადაც ოკუპანტ რუსეთთან ერთად, ბელორუსიც მოხვდა.

„მე უკანასკნელად და დარწმუნებით ვამბობ, დავიღალე ყოველივე იმის მტკიცებით, რომ არა, ჩვენ საომრად არსად წავალთ. ჩვენ დავიცავთ მხოლოდ ჩვენს მიწას. თუ ჩემი არ გესმით, დროა აირჩიოთ ახალი პრეზიდენტი. მაშინ, როცა ჩვენ ვართ სანქციების უპრეცენდენტო დარტყმის ქვეშ, საჭიროა თქვენი ნდობა. მე ვიცი  რას ნიშნავს ჩვენი შვილები, ამიტომ, არ მაქვს არანაირი სურვილი გავაგზავნო ისინი ომში. მით უმეტეს იქ, სადაც ჩვენ არ გვეძახიან“ – აცხადებს ლუკაშენკო.

მსგავსი თემები