“მოსამართლეების არსებული სია თოვლის ბაბუას არ მოუტანია” – გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ნათელს მოჰფენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არსებული პოზიციას.

“ვიღაცები უჭერენ მხარს, აბა ციდან ხომ არ ჩამოფრენილან, უცხოპლანეტელები ხომ არ არიან. ამას გარანტირებულად გეტყვით და არც თოვლის ბაბუას მოუტანია ეს სია”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარია ქვეყნისთვის და ხალხისთვის ღირსეული მართლმსაჯულების უფლებისთვის ბრძოლა. ამისთვის კი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

“მიმაჩნია, რომ რა განცხადებაც უნდა გააკეთოს ეკამ, მისი ამოცანაა, ყველასთვის ნათელი იყოს ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველა სხვა საკითხი უფრო ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხს წარმოადგენს, ვიდრე არსებითს. მთავარი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის ღირსეული მართლმსაჯულების უფლებისთვის ბრძოლა. რაც დაგვჭირდება ამისთვის, ის უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები