„თუკი ის აფეთქდება, იქნება ათჯერ დიდი, ვიდრე ჩერნობილი“ – კულება  

​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, საფრთხე ისევ არსებობს. ხანძრის ჩასაქრობად, ოკუპანტმა ქვეყანამ, მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი დროებით შეწყვიტა, თუმცა, საშიშროება, რომ საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ ატომურ ელექტროსადგურზე და შესაბამისად, მთელ კონტინენტს საფრთხე დაემუქროს, რეალურია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურის ნაგებობებზე რუსეთის არმიის მიერ მიტანილი იერიშს ეხმიანება და აცხადებს: „რუსეთის არმია ყველა მიმართულებიდან ბომბავდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ევროპაში უდიდესია. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუკი ის აფეთქდება, იქნება ათჯერ დიდი, ვიდრე ჩერნობილი“, – აცხადებს კულება.

ის, რომ ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხე არსებობს და მისი დაცვაა საჭირო, ელექტროსადგურის წარმომადგენელი ანდრეი ტუზიც ადასტურებს.

„საფრთხე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის! მტრის მიერ დამიზნებით გახსნილი ცეცხლის შედეგად იწვის ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობა და ბლოკები“, – ეს განცხადება კი ზაპოროჟიეს ოლქის მერს ეკუთვნია”.

 

მსგავსი თემები