რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა

ამ წუთებში, საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა. არსებული ინფორმაციით, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდა. საუბარია ჰუმანიტარულ საკითხებზე. მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარულ დერეფანზე. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

შეთანხმება მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე  და ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოხერხდა. უკრაინული მხარე კმაყოფილი არ არის. შესაძლოა მესამე შეხვედრაც გაიმართოს.

 

მსგავსი თემები