რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება დაიწყო

მოლაპარაკება დაიწყო.  დელეგაციის წევრები დარბაზში არიან. ისინი ერთმანეთს ცივილურად, ხელის ჩამორთმევით შეხვდნენ. პორველი, ხელი რუსულმა დელეგაციამ გაუწოდა უკრაინულ დელეგაციას.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერმა, აფხაზეთიდან დევნილმა დავით არახამიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული კორიდორის“ საკითხის განხილვა იქნება. დანარჩენი, გარემოებების მიხედვით.“

შეხვედრა შეხვედრა ბელარუსში, ბრესტში იმართება.

 

მსგავსი თემები