რა დახმარებები მიაწოდეს უკრაინას 2 დღის მანძილზე?!

ცივილური სამყაროს დახმარება ომში მყოფი უკრაინის მიმართ იზრდება. უკრაინის მიმართულებით იგზავნება როგორს სამხედრო, ისე  და ფინანსური დახმარება. დახმარების ნაკადს ესპანეთის უერთდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობა  უკრაინაში 1370 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს (ტიპი დაუზუსტებელი) და მსუბუქ ტყვიამფრქვევებს გაგზავნის, ასევე, 700 000 ცალ ვაზნას.

ესტონეთმა უკრაინას Javelin-ების მეორე „პარტია“ მიაწოდა. აშშ-მ უკრიანაში ასობით FM-92 Stinger გაგზავნა. გერმანია უკრაინას აწვდის 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას და 500 Fim-92 Stinger-ს (რაკეტები და გამშვების სისტემა). პოლონეთიდან Mig-29-ების პირველი ესკადრილია (6 ერთეული) უკვე გაიგზავნა უკრაინაში.

ცნობილია პოლონეთის როგორც პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე მორალური პასუხისმგებლობა დევნილების ნაკადის მიღებასთან დაკავშირებით. პოლონეთის საზღვარზე უკრაინიდან დაძრული დევნილების ნაკადი დღემდე არ წყდება.  რაც შეეხება პოლონეთი უარს, პოლონეთმა უარი თქვა, უკრაინის ომში Mig-29-ების პოლონური დროშის ქვეშ გამოყენებაზე და არა უკრაინული დროშით. ასევე, ომის დაწყების პირველ დღეს უკრაინიდან რუმინეთში გადაფრენილი Su-27 უკრაინაში დააბრუნეს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელი პილოტი გაიგზავნა რუმინეთში.

მსგავსი თემები