„ეს არის ომის დანაშაული“ – ბორის ჯონსონი პუტინის რეჟიმზე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის მხრიდან უკრაინაში გახსნის ცეცხლს „ომის დანაშაულის“ კვალიფიკაციას აძლევს. მისი შეფასებით, პუტინმა უკრაინის პასუხი ვერ გათვალა და არ იყო მზარდ.

„ის, რაც ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან იმ საბრძოლო მასალის გამოყენებით, რომელსაც ისინი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ, ჩემი შეფასებით, კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული. სუვერენულ ერზე ამაზრზენი თავდასხმისას მან ვერ გათვალა  უკრაინელი ხალხის სიმტკიცე და თავისუფალი სამყაროს ერთიანობა და მზადყოფნა, წინ აღუდგნენ მის ბარბაროსობას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისივე შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იგრძნოს დანაკლისი და დანაკარგი.

„პუტინი უნდა დამარცხდეს და დარწმუნებული ვარ,  ის დამარცხდება. ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დაცვაში“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

მსგავსი თემები