რუსეთ-უკრაინის მორიგი შეხვედრა დღეს იმართება

მოლაპარაკება მეორე ეტაპი რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დღეს გაიმართება. ამჯერად, შეხვედრა პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მიმდებარედ გაიმართება. როგორც ოკუპანტი მხარე, კერძოდ, საგარეო მინისტრი ლავროვი აცხადებს, რუსეთი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა, მას უკრაინული მხარე აჭიანურებს.

„უკრაინული  მხარე ამერიკის მითითებით აჭიანურებს მოლაპარაკების პროცესს. ჩვენი დელეგაცია მზად არის საღამოს საუბრის გასაგრძელებლად“ – აცხადებს სერგეი ლავროვი.

შეგახსენევთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პირველი ეტაპი ბელორუსის საზღვრის მიმდებარედ გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობის პროცესში კი ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინას ბომბები დაუშინა.

მსგავსი თემები