„რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა? დრო დადგება, როცა ყველა დავიძინებთ ომის შემდეგ“ – ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საკუთარ მოსახლეობას მიმართავს. პრეზიდენტი ამაყობს უკრაინელებით, ამხნევებს მათ და ეუბნება, რომ მალე დადგება დრო, როცა ყველა ერთად, მშვიდად დაიძინებს.

„გუშინ.  ჩვენ ყველა ხარკოველები ვიყავით. იყო საიერიშო დარტყმები, არს მსხვერპლი. კიევში დაიბომბა სატელევიზიო ცენტრი. მტერს უნდა, ისტორიიდან წაშალოს ჩვენი ქვეყანა, ისინი აგრძელებენ მკვლელობებს ჩვენს ქალაქებში. ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენ გავაერთიანეთ ევროკავშირის ქვეყნები ახალ დონეზე. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტმა ტაში დაგვიკრა. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გააკეთა ნეიტრალურმა შვეიცარიამ. მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა.

ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის უკან. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. 7 ღამე თითქმის არ მძინავს. დადგება დრო, როცა ყველა დავიძინებთ, მაგრამ ეს იქნება ომის და გამარჯვების შემდეგ. ყველა აღფრთოვანებულია თქვენით, დღეს უკრაინა სიმტკიცის სიმბოლოა.  დიდება უკრაინას“ – ასე მიმართა პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს.

მსგავსი თემები