უკრაინაში ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ  – იერიში გრძელდება  

ხარკოვში, ხერსონსა და სხვა  ქალაქებში ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ემ ორ ქალაქზე ოკუპანტებმა სარაკეტო  იერიში მიიტანა. ასევე, დარტყმები განხორციელდა ვასილოკოვსა და ბელაია ჩერკოვში. ნანგრევებში მოყოლილებს გადარჩენილები ეძებენ, თუმცა, სამაშველო ჯგუფები საკმარისი არ არის.

ძებნის ოპერაციებში აქტიურად არიან ჩართულები გადარჩენილი ადგილობრივები, რომლებიც შიშველი ხელებით „იქექებიან“ ნანგრევებში.

მსოფლიო ამ ყველაფერს ჰუმანიტარული კატასტროფის შეფასებას აძლევს. უკრაინა „წითელ ჯვარს“ მიმართავს, ნანგრევებში მოყოლილების მოძიებაში დაეხმაროს. საკმაოდ ბევრია დაჭრილი და დაღუპული.

აქტიურად იბომბება საცხოვრებელი ტერიტორიები და მოსახლეობა. ​ჟიტომირში სამშობიარო სახლსაც დაარტყეს. ასეთია რუსეთ-უკრაინის მეექვსე დღე.

 

მსგავსი თემები