„საერთოდ არ უნახავთ ბრძოლა და არც იცოდნენ სად მიდიოდნენ“ – პენტაგონი რუს წვევამდელებზე

ვიდეოკადრებში, რომელსაც უკრაინული მხარე ავრცელებს, კარგად ჩანს რუსი ტყვეები, დაახლოებით 16 -18 წლის ბავშვები, რომლებიც აცხადებენ, რომ არც იცოდნენ სად მიდიოდნენ და იარაღიც პირველად აიღეს ხელში.

ინფორმაციას, პენტაგონიც ადასტურებს. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრილ რუს ჯარისკაცებს შორის საკმაოდ ბევრის წვევამდელი, რომლებსაც არანაირი გამოცდილება გააჩნიათ.

„რუსეთის არმიაში, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში იმყოფება, ბევრია წვევამდელი. მათ რ აქვთ საკმარისი გამოცდილება, არც უნახავთ ბრძოლა და ბევრ მათგანს წარმოდგენა არ ჰქონდათ სად მიყავდათ. ზოგიერთი სამხედრო დანაყოფი, ბრძოლის გარეშე ბარდება ტყვედ და არის ნიშნები, რომ რუსეთის არმიის საბრძოლო შემართება კლებულობს. რუსეთს მთელი საბრძოლო რესურსების 80% უკვე ჩაბმული ჰყავთ სამხედრო მოქმედებებში, თუმცა წინ წაწევას ვერ ახერხებენ. პრობლემები აქვთ მომარაგებაში საწვავს და საკვებში“ – ასეთია პენტაგონის შეფასება.

უკრაინელმა არაერთი რუსი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ, რომლებიც თავად ადასტურებენ ამ ყველაფერს.

 

მსგავსი თემები