„პუტინმა არასწორად გათვალა, ეგონა მსოფლიოს გადაატრიალებდა“ – ჯო ბაიდენი კონგრესში  

„მან არასწორი გათვლა გააკეთა. ეგონა, რომ უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა. ამის ნაცვლად, ის შეხვდა სიძლიერის კედელს, რომელსაც არასოდეს მოელოდა ან წარმოიდგენდა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს“,- აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში გააკეთა.

მან  უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე აღნიშნა და მის გმირობაზე  გააკეთა აქცენტი.

„პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი უშიშრობა, გამბედაობა, მონდომება შთააგონებს მსოფლიოს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს ბლოკავენ თავიანთი სხეულებით. ყველა, სტუდენტიდან დაწყებული პენსიონერი მასწავლებლებით დამთავრებული, სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებად გადაიქცა“ – განაცხადა პრეზიდენტმა და მთელი დარბაზი უკრაინას ფეხზე წამოუდგა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, დამნაშავე რუსეთის ლიდერი აუცილებლად გადაიხდის მაღალ ფასს: „როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევენ,”- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები