637 მომხრე და 13 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა უკრაინაზე გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებისა და არაერთგზის მქუხარე ტაშის შემდეგ, ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

676 წევრიდან თანხმობა 637-მა წევრმა მისცა, 13 კი წინააღმდეგი წავიდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი გუშინ მოაწერა.

„ხარკოვის დაბომბილ მოედანს ყოველთვის თავისუფლების მოედანი ერქმევა“ – ევროპარლამენტის მქუხარე ტაში ზელენსკის  

მსგავსი თემები