„ხარკოვის დაბომბილ მოედანს ყოველთვის თავისუფლების მოედანი ერქმევა“ – ევროპარლამენტის მქუხარე ტაში ზელენსკის  

„ახლა ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. ჩვენ ვიბრძვით, რომ გავხდეთ თანაბარუფლებიანი წევრები ევროპის. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრობის უფლების მქონე ადამიანები. უკრაინის თავისუფლება ევროპის თავისუფლებას ნიშნავს“ – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ევროპარლამენტს და უხსნის, რატომ უნდა მოხდეს უკრაინის გაწევრიანებას დაჩქარებული წესით.

„ჩემს ქვეყანაში მშვიდობა უკვე რამდენიმე დღეა არ არის. მე დღეს ვსაუბრობ ჩემი მოქალაქეების სახელით, იმ მოქალაქეების სახელით, რომელიც ახლა საკუთარ სამშობლოს იცავენ. ისინი ჩვენს ქვეყანაში იცავენ თავისუფლებას. მე მოხარული ვარ, იმიტომ, რომ ვუყურებ ჩემი ხალხის ასეთ ბრძოლისუნარიანობას.  უკრაინამ შეძლო მთელი ცივილიზებული სამყაროს გაერთიანება. ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, არის დიდი ტრაგედია ჩემთვის, თითოეული უკრაინელისთვის, ათასობით დაღუპული ადამიანია.

რუსულ აგრესიას დიდი ფასი აქვს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება. 5 დღეა მიმდინარეობს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა ჩემს ქვეყანაში. პირველ რიგში, მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ამ დარბაზში ზის, რომ ჩემი უპირველესი მიზანია დასრულდეს ის საბრძოლო მოქმედებები, რომელიც ჩემს ქვეყანაში მიმდინარეობს. ვთლი, რომ დღეს ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ კიდევ უფრო მეტად ძლიერები.

უკრაინელები თქვენ ყველას ამის მაგალითს გაძლევენ. ჩვენ ხშირად გვიყვარს იმის თქმა, რომ ჩვენ ყველას დავამარცხებთ, ყველაფერზე გავიმარჯვებთ. ჩვენ ამას არა მხოლოდ ვამბობთ, არამედ თქვენ გაჩვენებთ და თქვენ ხედავთ ჩვენს ბრძოლას. უკრაინის არჩევანი ეს არის ევროპა. ჩვენ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ და განუხრელად მივდივართ ამ მიზნისკენ. ახლა გვინდა დავინახოთ თქვენი არჩევანი, რომ თქვენ მოდიხართ ჩვენთან და თქვენ ირჩევთ უკრაინას. დღეს იყო ტრაგიკული დილა თითოეული უკრაინელისთვის, როდესაც რაკეტები ხარკოვს დაეცა. ქალაქს, რომელიც არის რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოს. ეს დიდი ტრაგედია იყო, იმიტომ, რომ დაბომბეს და ესროლეს ხალხს.

ეს არის ქალაქი, სადაც ცხოვრობენ ჩვენი ახალგაზარდები, სადაც უკრანული უნივერსიტეტების დიდი ნაწილი მდებარეობს. დღეს დაბომბეს მთელ ევროპაში ყველაზე დიდი მოედანი. თავისუფლების მოედანი! დღეს დილიდან ორი ფრთოსანი რაკეტა დაეცა თავისუფლების მოედანს ხარკოვში, ათობით გარდაცვლილია. ასეთია თავისუფლების ფასი, რომელსაც ჩვენ გვახდევინებენ. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძვით, ჩვენი თავისუფლებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქალაქების დიდი ნაწილი ახლა დაბომბვის მსხვერპლია, ჩვენს ქვეყანას ვერავინ წაიღებს, ჩვენ მას ბოლომდე დავიცავთ, რაც არ უნდა მოხდეს, ხარკოვში ამ დაბომბილ მოედანს ყოველთვის თავისუფლების მოედანი ერქმევა, ვერავინ გაგვტეხავს.

ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა შვილებმა თავისუფალ სამყაროში იცხოვრონ, გუშინ 16 ბავშვი მოკვდა. ახლა გამოვა პუტინი და იტყვის, რომ მიმდინარეობს  სადღაც ოპერაცია და მიმდინარეობს შეტევა სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ სად იყო სამხედრო ობიექტები იქ, სადაც იყვნენ ბავშვები? მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას და გითხრათ, რომ ჩვენთან არიან უკიდურესად მოტივირებული ადამიანები, ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის.

ახლა ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. ჩვენ ვიბრძვით, რომ გავხდეთ თანაბარუფლებიანი წევრები ევროპის. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრობის უფლების მქონე ადამიანები. უკრაინის თავისუფლება ევროპის თავისუფლებას ნიშნავს . ჩვენ ვართ ზუსტად ისეთივე ადამიანები, როგორებიც ხართ თქვენ და ამიტომ გვაქვს რწმენა, რომ თქვენც გვთვლით ჩვენ ნამდვილ ევროპელებად. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ სინათლე დაამარცხებს სიბნელეებს, – ასეთი იყო ზელენსკის ემოციური ჩართვა ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი იხილება.

ევროპარლამენტარებმა ლავროვს არ მოუსმინეს და სხდომა დატოვეს

მსგავსი თემები