ევროპარლამენტარებმა ლავროვს არ მოუსმინეს და სხდომა დატოვეს

ევროპარლამენტში საგანგებო სხდომა გრძელდება, სადაც უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხს განიხილავდნენ. სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩართვაც მოხდა, თუმცა, ევროპარლამენტარების დიდმა ნაწილმა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ადამიანების ხოცვის გამო მას არ მოუსმინა და დარბაზი დატოვა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტისა და რადას წარმომადგენლის ჩართვას, მას მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ტაშით შეხვდა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვას გეოპოლიტიკური ტეროტიზმი უწოდა. “შეწყვიტე ომი და წადი სახლში” – განაცხადა მიშელმა.

ევროპარლამენტი უკრაინას ტაშს უკრავს 

 

მსგავსი თემები