„რანაირად შეიძლება მიხაროდეს, რომ რუსები ჩემს სახლში შევიდნენ და საწოლში ჩაწვნენ?!“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის პირველი მტერი თავად იყო, თუმცა ახლა, ამ პოზიციას ზელენსკის უთმობს.

„ვიღაცები იძახიან, რომ ჩვენ გვსურს საქართველოში ომი და მე მიხარია უკრაინაში ომი. მე მინდა ვუთხრა იმ იდიოტებს, ვინც ამას ლაპარაკობს – მე თქვენგან განსხვავებით საქართველოში არაფერი შემიძენია, თუ არ ჩავთვლით ყვარელში. მე პირველად კიევში ავიშენე სახლი, ჩემი გემოვნებით მოწყობილი და ეს არის ჩემი სახლი და რანაირად შეიძლება მიხაროდეს ომი, რომ რუსი სამხედროები მივიდნენ და ჩემს საწოლში ჩაწვნენ და ჩემს სახლში ჩამისახლდნენ. როგორ შეიძლება ეს ომი უხაროდეს ვინმეს და მით უმეტეს, მე. როგორ შეიძლება ომი მიხაროდეს საქართველოში, მაგრამ როდესაც ღირსებასა და ომს შორის ირჩევ უღირსობას, მიიღებ უღირსობასაც და მიიღებ ომს“ – განაცხადა მან საკუთარ სასამართლო პროცესზე.

მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.

 

მსგავსი თემები