ვირუსით 6 847 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 226 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 003  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  18.39%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 612 319.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 25.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.73%.

მსგავსი თემები